#მოამბე 21 საათზე, 29 ივნისი, 2023 #LIVE

21:00, 29.06.2023
  • ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის პოლიტიკური აპოკალიფსის წინასწარმეტყველების მიუხედავად, დასავლელი პარტნიორები საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს როლს დადებითად აფასებენ – სანქციებზე მომუშავე ჯგუფი საქართველოს მთავრობას გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობას უხდის
  • დეპოლარიზაციის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება – პოლარიზაციის არსებობას ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს მიაწერს, მმართველი გუნდი კი ოპოზიციას; „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს მომავალ კვირას წარადგენს
  • ევროკავშირის ლიდერთა სამიტი და გზავნილები ბრიუსელიდან – პარტნიორები საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს მიესალმებიან, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღების მთავარ კრიტერიუმად რეკომენდაციების შესრულება რჩება
  • ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა და პირველ ეტაპზე შერჩეული 11 ქალაქი – პრემიერის ინიციატივის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება; პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები ივლისში გამოცხადდება

მოამბე

მსგავსი