#მოამბე 21 საათზე, 29 ივლისი, 2020 #LIVE

🔴 რაჭა სტიქიური პროცესების ეპიცენტრშია – ძლიერი წვიმის გამო ადიდებული მდინარეები და ცენტრისგან მოწყვეტილი ონის რაიონის 12 სოფელი, ჩანგრეული ცენტრალური გზა, წაღებული ხიდები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ჩაკეტილ სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ;
🔴 ქვეყნის ეპიდსურათი და საქართველო უცხოეთის გავლენიანი მედიის ყურადღების ქვეშ – ათი ახალი შემთხვევა და ინფიცირების ერთი დაუდგენელი წყარო. სპეციალისტთა აზრით, საქართველოში ეპიდვითარება მართვადია. გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ვირუსის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გამოყენებული მეთოდებით ინტერესდება;
🔴 „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაწყებული კონსულტაციები პოლიტიკური დაპირისპირებით სრულდება – გიგა ბოკერიას გუნდი ყოფილ თანაპარტიელებს ულტიმატუმს უყენებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ყოფილ თანაგუნდელთა ტაქტიკას და ლოგიკას იწუნებენ. წინასაარჩევნო ოპოზიციური ერთობა და ჩიხში შესული მოლაპარაკებები;
🔴 ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის კოლაბორაციული სერია “ბრტყელი სივრცე” გამოფენაზე “იზოლაციის კედელი” – კარანტინის დროს მხატვრების სახელოსნოდ ქცეული სახლი და შერეული ტექნიკით შესრულებული აბსტრაქტული ნამუშევარი – ორი მხატვრის პირველი კოლაბორაცია.

მოამბე