#მოამბე 21 საათზე, 29 დეკემბერი, 2023 #LIVE

21:00, 29.12.2023
  • კონკურენციის სააგენტომ „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ კარტელური გარიგებისთვის 53 მილიონი ლარით დააჯარიმა – დასკვნის მიხედვით, 42 ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ლიმიტი იწურებოდა და ონკოპაციენტების ნაწილი წამლების გარეშე რჩებოდა; ფარმაცევტული კომპანიები გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ
  • რუსეთის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ – კადრები ქვეყნის დედაქალაქიდან, დაბომბილი ქალაქები, მსხვერპლი და ნგრევა; კიევის გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობას და დასავლელ ლიდერთა მხარდამჭერი განცხადებები
  • დონალდ ტრამპს საარჩევნო პრაიმერისში მონაწილეობის უფლებას უკვე მეორე შტატი უზღუდავს – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გუნდი მეინის სახელმწიფო მდივანს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება; ტრამპის პოლიტიკური მომავლის ბედს ქვეყნის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს
  • საქართველოს ბაზარზე მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის მაგნატი „ლაივ ნეიშენი“ შემოდის და საქართველო რეგიონში ხდება პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც „ლაივ ნეიშენის“ ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებს უმასპინძლებს – მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტი საქართველოში და ქვეყნის პოტენციალი

მოამბე

მსგავსი