#მოამბე 21 საათზე, 28 თებერვალი, 2024 #LIVE
- პარლამენტის თავმჯდომარე ვეტინგის მომხრე ოპოზიციას და არასამთავრობოებს სპეციალური განცხადებით პასუხობს და ქართული სასამართლო სისტემის ალბანეთთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებას დიდოსტატის პირველთანრიგოსნებთან შედარებას უწოდებს; ალბანურ-მოლდოვური მოდელის მხარდამჭერთა მოთხოვნა და მმართველი გუნდის პოზიცია
- გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების ახალ გაერთიანებას 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება – მთავარი ოპოზიციური პარტიიდან წასული ლიდერების, დაბრუნებულების, თუ გამიჯვნის მსურველთა პოზიციები და ხელისუფლების ოპონენტთა გაერთიანების ბუნდოვანი პერსპექტივა
- დასავლეთი უკრაინის საკითხებზე პოლიტიკურ დებატებს განაგრძობს – უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნაზე ემანუელ მაკრონის განცხადებას ევროპის დედაქალაქებთან ერთად ვაშინგტონიც არ ეთანხმება; ალბანეთში ვიზიტად მყოფი ზელენსკი ბალკანეთის ლიდერთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს
- საქართველოს არქივებში დაცული უნიკალური მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანა – სასურველი ინფორმაცია და ხალხური მრავალხმიანობის კონკრეტული ნიმუშები ქართული ფოლკლორის ონლაინ კატალოგში