#მოამბე 21 საათზე, 28 თებერვალი, 2023 #LIVE
- ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით – ელჩების განცხადებები, მმართველი გუნდის მკვეთრი პოზიცია და პოლიტიკური შეფასებები
- პარტია „მოქალაქეების“ მიერ წარდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატს ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს, ნაწილი კი წინააღმდეგია – უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არგუმენტების შეჯერებით მიიღებს
- დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო ზომებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს – ბრექსიტის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებას დასავლელი ლიდერები ბრიტანეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ გარღვევას უწოდებენ
- გამოფენა „ნულოვანი ზღვარი“ თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში – ტრადიციული ჟანრი ახლებური ხედვით და თანამედროვე არტისტებთან დაწყვილებული სამუზეუმო კოლექციის ნამუშევრები, რამაც დრო, საზღვრები და არტისტული იერარქიები უნდა გააქროს