#მოამბე 21 საათზე, 28 თებერვალი, 2022 #LIVE
- უკრაინა-ბელარუსის საზღვართან მიმდინარე დიალოგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია – კიევი-მოსკოვის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები ავიაიერიშების ფონზე მიმდინარეობს
- საომარი მოქმედებები და უკიდურესად დაძაბული ვითარება ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს – საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა ევროკავშირს
- უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთს პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა უწევს – კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირველი შედეგები, რუბლი ისტორიულ მინიმუმზე და ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი
- საქართველოს პირველი არხის სოლიდარობის აქტი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – მარათონი „ჩვენ უკრაინისთვის“, პირდაპირი ტრანსლაცია პირველ მარტს, 22:00 საათზე