#მოამბე 21 საათზე, 28 სექტემბერი, 2020 #LIVE

21:00, 28.09.2020

• ფართომასშტაბიანი შეტაკებები მთიან ყარაბაღში – არის მსხვერპლი, გავრცელებული ინფორმაციით მათ შორის, ბავშვებიც არიან; მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ; თურქეთი აზერბაიჯანს ღია მხარდაჭერას უცხადებს, საერთაშორისო საზოგადოება ვითარების დეესკალაციას ცდილობს

• 298 ახალი შემთხვევა და ოთხი გარდაცვლილი პაციენტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – საქართველოს ეპიდემიის მეორე ტალღა განსაკუთრებული სიმძაფრით უტევს, თუმცა ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა ნაკადებს უმკლავდება; ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

• „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებით იმუქრება; მის სურვილს თანაპარტიელებიც იზიარებენ; კახა ოქრიაშვილის პარტიიდან პარტიაში გადაბარგების ისტორია და პირველი არხის კითხვები, რომელმაც ფარმა-მაგნატი გააღიზიანა

• საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა, რითაც საპენსიო დანაზოგების ინვესტირების არეალი ფართოვდება – 2023 წლიდან ბენეფიციარები თავად აირჩევენ, თუ სად განათავსონ საკუთარი დანაზოგი; გრძელვადიანი სტრატეგია და საპენსიო დანაზოგების დივერსიფიცირების გეგმა

მსგავსი