#მოამბე 21 საათზე, 28 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- აქცია რუსთაველზე – ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე აპელირებს და ახალ არჩეულ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს; ხელისუფლების ოპონენტთა გზავნილები; „მოამბე“ ქვეყნის მთავარი გამზირიდან
- ოპოზიცია არჩევნების შედეგების არ აღიარებას განაგრძობს – პარტიების გზა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისიდან ორბელიანების სასახლემდე, უცვლელი აქტორები, სტრატეგია და ძველი, თუ ახალი გეგმები
- ქუჩაში გასული ოპოზიცია, პრეზიდენტი და მესამე სექტორი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ – „ქართული ოცნება“ მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს და აქციის აქტორების რევოლუციურ გეგმებზე საუბრობს
- „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც აცხადებდა, რომ მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები ცესკო-ს მონაცემებს შეესაბამება, დეტალური ანგარიშის გამოქვეყნებას არ გეგმავს – მმართველი გუნდი ორგანიზაციას მონაცემების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ISFED-ი კვლავ 2020 წლის მსგავს სკანდალში ეხვევა; ორგანიზაციის სტრატეგია, მიზანი და შეფასებები