#მოამბე 21 საათზე, 28 ოქტომბერი, 2020 #LIVE

გამოჯანმრთელებულთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი / მმართველი გუნდის გზავნილი ოპოზიციას

▶ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდა – ინფიცირების რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა სტატისტიკა ორ რეგიონში კვლავ მზარდია;

▶ ჯანდაცვის სისტემას სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელთა რეზერვი 9 ნოემბრიდან ეყოლება; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ სიტუაცია სრულად მართვადია;

▶ მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანაში ადანაშაულებს – ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ამბოხების სცენარს ამუშავებს; „ქართული ოცნების“ განცხადება და ადრესატთა პასუხი;

▶ აშშ-ის წინასაარჩევნო გზავნილი საქართველოს და პოლიტიკური შეფასებები – კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოში ფავორიტი პარტიები არ ჰყავს და სტრატეგიული პარტნიორის მიზანი ქართული დემოკრატიის გაძლიერებაა; მმართველი გუნდი ელჩის განცხადების ადრესატად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მიიჩნევს, ოპოზიცია კი გზავნილში მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკას კითხულობს;

▶  საქართველოს დედაქალაქი პანდემიის მიუხედავად ჯაზფესტივალს და მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავებს მასპინძლობს – ფესტივალი 13-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება; ჯაზსამყაროში აღიარებული მუსიკოსები, ლეგენდარული შემსრულებლები და ვირტუოზული წარმოდგენები.

მოამბე