#მოამბე 21 საათზე, 28 ნოემბერი, 2023 #LIVE

21:00, 28.11.2023
  • ბრიუსელში გაგზავნილი ევრორეკომენდაციების შესრულების გეგმა და თბილისი ევროკომისიის მოსაზრების მოლოდინში – პარტნიორთა მოწოდებების მიუხედავად, ქართული პოლიტიკური სპექტრი დოკუმენტზე ერთობლივ მუშაობას კვლავ ვერ ახერხებს; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ დათქმები ყველა შემთხვევაში შესრულდება
  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება – რეგიონების საკრებულოებში ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილს პარტიის ნგრევაში ადანაშაულებენ და გადადგომისკენ მოუწოდებენ; დეპუტატები მასშტაბური ყრილობის მოწვევას და პოლიტსაბჭოს დიდ გადატვირთვას ითხოვენ, რასაც ხაბეიშვილის გუნდი გამორიცხავს
  • გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გააუქმა – სამინისტროს გადაწყვეტილება და გეგმები დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებით
  • საქართველოს მფარველი ივერიის ღვთისმშობლის პანო ვატიკანის ბაღებში – შეთანხმებით დასრულებული 15-წლიანი მოლაპარაკებები, მოზაიკაში შესრულებული ხატი ქალაქ-სახელმწიფოს სამუზეუმო სივრცეში და პაპი ფრანცისკეს მადლობა ქართულ მხარეს; საზეიმო მიღება და ქართული პოლიფონიისა და კულტურის ზეიმი აღორძინების ეპოქის სასახლეში

მოამბე

მსგავსი