#მოამბე 21 საათზე, 28 მარტი, 2024 #LIVE
- ნიკა გვარამიას სარჩელის განხილვაზე სტრასბურგის სასამართლოს უარს მმართველი გუნდი ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დადასტურებას უწოდებს – პარლამენტის თავმჯდომარე ქართული სასამართლოს წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაზე საუბრობს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე კი, რომლის გვარიც გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასწავლო პროგრამის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს, აშშ-ის საელჩოდან განმარტებებს ელის
- საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ პრეზიდენტ მაკრონის პარტიის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა – პარიზის გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“ საქართველოში დაწუნებულ ინიციატივას ახსენებს და დოკუმენტის ირგვლივ არსებულ პარალელურ რეალობას უსამართლოს უწოდებს; მხარეთა პოზიციები
- ევროპელი ფერმერების მოთხოვნა და მიმდინარე მოლაპარაკებები – დასავლეთი უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში იმპორტისა და გადაზიდვის საკითხზე მსჯელობს; აგრარული პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული მრავალთვიანი უთანხმოება, ბელგიის წინადადებები ვროკავშირის ელჩებსა და კიევს და პოლონეთ-უკრაინის სამთავრობოთაშორისო შეხვედრა ვარშავაში
- ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული შვიდი ადამიანის ნეშტი ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალა, ხუთი მათგანი კი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მძიმე ისტორიები, ცხედრების ძებნა-იდენტიფიკაცია და გადმოსვენება ათეულობით წლის შემდეგ