#მოამბე 21 საათზე, 28 ივლისი, 2023 #LIVE
- საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და შეხვედრა სი ძინპინთან – ორი ქვეყნის ლიდერთა გზავნილები, საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ნაბიჯები სტრატეგიულ პარტნიორობამდე და შეფასებები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავენ – პოზიტიური გზავნილები ვაშინგტონიდან და ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიციები
- პროკურატურამ სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ათი პირის მიმართ დაიწყო – რვა პირი დაკავებულია, ორის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება; რეზონანსული საქმის ანატომია და დეტალები
- ჰეპატიტის მსოფლიო დღე და საქართველოს ამბიციური განაცხადის შედეგები – ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა ისტორიები, გავრცელების მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელი, გამოწვევები და სპეციალისტთა რჩევები