#მოამბე 21 საათზე, 28 ივლისი, 2021 #LIVE
• პირველი ოლიმპიური ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე – ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა; საქართველოს ჰიმნი, ჩემპიონის მიმართვა გულშემატკივრებს და ემოციური კადრები იაპონიის დედაქალაქიდან
• უკიდურესად გართულებული ეპიდ-ვითარება და ინფიცირების შემაშფოთებელი სტატისტიკა ბოლო კვირის განმავლობაში – შემთხვევების 10 % ბავშვებზე მოდის; ჯანდაცვის სექტორი სრულ მობილიზებაზე გადადის
• შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერიდან ასი დღის შემდეგ, მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებს მიბმული რიგგარეშე არჩევნების ვალდებულებაზე უარს ამბობს – ოპოზიცია უმრავლესობის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლობად აფასებს; ანულირებული შეთანხმება და პოლიტიკური შეფასებები
• დღეიდან ძალაში შედის „სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონი“, რომელიც თბილისის მასშტაბით ათასზე მეტ ობიექტს და ათიათასობით ადამიანს შეეხება – შენობის ექსპლუატაციაში მიღების პირობები და დარღვევები, რომელიც მშენებლებს ეპატიება