#მოამბე 21 საათზე, 28 ივლისი, 2020 #LIVE
- საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარი; მაიკ პომპეო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალ შეფასებას აძლევს და ხელისუფლებისგან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ელის – თეთრი სახლის გზავნილები და პოლიტიკური შეფასებები
- განხეთქილება ოპოზიციურ ერთობაში – გიგა ბოკერია დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებებზე ღიად ალაპარაკდა; „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში ბოკერიას გუნდთან მანდატების გაყოფას არ აპირებს. მანდატებს არც „ლელო“ დათმობს – ოპოზიციის გეგმები და ლიდერთა წინასაარჩევნო ამბიციები
- ქვეყნის ეპიდ-ვითარება და NDI-ის კვლევა – ცხელ წერტილებში სპეციალისტები მუშაობენ, „ლილოს“ ბაზრობა კვლავ განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური დაკვირვების ქვეშ რჩება; NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ კორონავირუსის დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების სწორი ნაბიჯების შედეგია
- ახალი კანონი 150 ათასამდე შშმ პირის სტატუსს განსხვავებული მოდელით განსაზღვრავს – ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით, ბარიერები და შშმ პირთა ახალი შესაძლებლობები