#მოამბე 21 საათზე, 28 დეკემბერი, 2023 #LIVE
• სემეკ-ის გადაწყვეტილებით 1,6 მილიონი აბონენტი პირველი იანვრიდან სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიაში სამი თეთრით ნაკლებს გადაიხდის, კომერციულ სექტორს კი ქვეყნის სამ დიდ ქალაქში წყლის გადასახადი ეზრდება – გადაწყვეტილების დეტალები და სპეციალისტთა შეფასებები
• ძლიერი ქარი თბილისსა და რეგიონებში – მსხვერპლი კახეთში, მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა; საგანგებო ზომები თბილისში და სტიქიის შედეგები
• თეთრი სახლი აშშ-ში არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას ცდილობს – ენტონი ბლინკენი მეხიკოში, მექსიკის მთავრობასთან დაწყებული მოლაპარაკებები და მხარეთა პოზიციები
• საახალწლო კონცერტი სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში – თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სამზადისი, საღამოს მონაწილეები და მრავალფეროვანი პროგრამა