#მოამბე 21 საათზე, 27 თებერვალი, 2024 #LIVE

21:00, 27.02.2024
  • ოპოზიციის ინიციატივით, საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უცხოელმა ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ, რითაც ევროკომისიაც კმაყოფილი დარჩება – ექსპერტთა ნაწილი მორჩილებისკენ მიდრეკილებაზე, მმართველი პარტია კი სასამართლოზე გავლენების მოპოვების მცდელობაზე საუბრობს და ინიციატივის განხილვას არ გეგმავს
  • ნიკა მელია წარსულის წარსულში დატოვებას და მომავალზე ორიენტირებას კიდევ ერთხელ აანონსებს – ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის” დაშლას და ყოფილი ლიდერების მიერ პარტიისგან დისტანცირების მცდელობას მათ საარჩევნო ტაქტიკად მიიჩნევს; ხელისუფლების ოპონენტთა მორიგი გადაჯგუფება, სტრატეგია და ოპოზიცია მოკავშირეების ძიებაში
  • მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის, მაგრამ დინამიკაში გამორიცხული არაფერია, ელისეის სასახლეში შეხვედრაზე მყოფი ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ – უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკული დაფინანსების შეფერხების ფონზე ლიდერის როლის მორგებას ცდილობს
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანას მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე მძღოლები შეძლებენ – რეფორმა ავტოსადგურებისა და მძღოლების რეგულირების ქვეშ მოსაქცევად, გარდამავალი პერიოდი ბიზნესს და ნაბიჯები უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად

მოამბე

მსგავსი