#მოამბე 21 საათზე, 27 სექტემბერი, 2021 #LIVE
- 28 წელი სოხუმის დაცემიდან – ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში, ათასობით მსხვერპლი და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული 300 000-მდე ადამიანი; საქართველო დაღუპულ გმირებს იხსენებს
- ვაქცინაციის შენელებული ტემპი და მოსალოდნელი მეხუთე ტალღა – სპეციალისტები სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ, აცრილი მოქალაქეების ნაწილი კი აუცრელთა მიმართ რეგულაციების დაწესებას ითხოვს
- ხუთი დღე არჩევნებამდე და პოლიტიკური სპექტრის მოლოდინები – ქვეყნის პრემიერი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობას დებს; ოპოზიცია გარდაუვალ გამარჯვებაზე საუბრობს, „გირჩი“ კი ყოფილ თანამოაზრეებს პოლიტიკურ მათემატიკას უწუნებს
- წინასწარი შედეგებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს – ძალთა კონფიგურაცია ახალარჩეულ ბუნდესტაგში და კოალიციათა პერსპექტივები