#მოამბე 21 საათზე, 27 ოქტომბერი, 2021 #LIVE

21:00, 27.10.2021
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია და მხარდამჭერებით სავსე თავისუფლების მოედანი და დედაქალაქის მთავარი გამზირი – მმართველი პარტიის ლიდერთა გამოსვლები და გზავნილები ქართულ საზოგადოებას
  • უკრაინის ომბუდსმენი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა, აცხადებს, რომ პატიმრის უფლებები ირღვევა და ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს აცნობებს – საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინის ომბუდსმენს ურჩევს, ობიექტურობის დასადგენად ორივე მხარეს მოუსმინოს; აჟიოტაჟი პატიმრის ჯანმრთელობის ირგვლივ და შეფასებები
  • ვაქცინაციის უკიდურესად დაბალი ტემპი და ქვეყანა ახალი შტამის გავრცელების საფრთხის წინაშე – მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, სპეციალისტები კი დამატებითი ბერკეტების აუცილებლობაზე საუბრობენ
  • ე.წ. ზანგეზურის დერეფნის მშენებლობის გახსნა და თურქეთ-აზერბაიჯანის ლიდერთა განცხადებები – ზანგეზურის დერეფნის იმ ფორმით გახსნას, როგორც ეს ბაქოსა და ანკარაში სურთ, ერევანი ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დერეფნის მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, მათი იურისდიქცია უნდა გავრცელდეს

მოამბე

მსგავსი