#მოამბე 21 საათზე, 27 ნოემბერი, 2024 #LIVE
- „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია – მმართველი გუნდის კანდიდატი მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დაპირისპირებული საზოგადოების გაერთიანებას ასახელებს; აზრთა სხვადასხვაობა, შეფასებები და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის პროცედურა
- მანდატების დატოვების საკითხი ოპოზიციაში მორიგი განხეთქილების მიზეზი ხდება – მანდატების დასათმობად პარლამენტს მხოლოდ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართავს; გახარიას გუნდი სიების გაუქმებას არ გეგმავს, „ნაციონალური მოძრაობა“ პირობის შესრულებას არ ჩქარობს, „ლელოს“ წარმომადგენელი კი ვადებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ჟურნალისტის შეურაცხყოფით პასუხობს
- საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები და ვითარება რუმინეთში – ცნობილი ბლოგერის, მემარჯვენე კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს მიერ მოპოვებული უპირატესობა, სტუდენტების საპროტესტო აქცია და მარათონის მონაწილეთა პოზიციები; „პოლიტიკოს“ ცნობით, ბუქარესტი ევროკავშირს არჩევნებში „ტიკ-ტოკის“ როლის გამოძიებისკენ მოუწოდებს; სოციალური პლატფორმის ხელმძღვანელს ევროპარლამენტში იბარებენ
- პირველი დეკემბრიდან თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური კინოფორუმი საქართველოს დედაქალაქში, უახლესი კინოპროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ნომინაციებში წარდგენილი საუკეთესო ფილმები „ოქროს პრომეთეს“ მოლოდინში