#მოამბე 21 საათზე, 27 ნოემბერი, 2023 #LIVE

21:00, 27.11.2023
  • ევრორეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა გაწერილია, თუმცა ოპოზიციის ნაწილი სამუშაო პროცესში ჩართვას კვლავ არ გეგმავს – დოკუმენტში განსაზღვრული უწყებები რეფორმების გასატარებლად, მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები და ვადები
  • ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ ლევან ხაბეიშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მძიმე რეაქციები მოჰყვა – უკიდურესი დაძაბულობა გაერთიანების ნაცვლად, ღრმა კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები
  • სტიქია დასავლეთ საქართველოში – უამინდობა, ძლიერი ქარი და შტორმი აჭარა-სამეგრელოში, დატბორილი და დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მეტეოროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება მოსახლეობას
  • ზავის მეოთხე დღეს ისრაელ-„ჰამასს“ შორის ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის პროცესი ფერხდება – შუამავალი ქვეყნები მხარეთა მორიგებას ცდილობენ; ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ზავის გახანგრძლივებას თანხმდება, თუმცა მისი დასრულებისთანავე „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციის სრულად წარმართვას გეგმავს

მოამბე

მსგავსი