#მოამბე 21 საათზე, 27 ნოემბერი, 2020 #LIVE
• საქართველოს დიდი ქალაქები დაწესებულ შეზღუდვებს საცობებითა და ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრებით ხვდება – მსხვილი ბიზნესოპერატორების ნაწილი მიღებულ რეგულაციებს „ლოქდაუნს“ უწოდებს და მასში ცვლილებების შეტანას ითხოვს; დაწესებული შეზღუდვები და ობიექტები, რომლებიც ხვალიდან იხურება;
• როგორ უმკლავდება ჰოსპიტალური სექტორი ახალი შემთხვევების მზარდ ნაკადებს და რა შედეგებს ელის ქვეყანა დაწესებული შეზღუდვებით – „დღის თემის“ შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე უპასუხებენ;
• პანდემია და რთული ეპიდვითარების გამო შეცვლილი სადღესასწაულო ტრადიციები ევროპაში – ქრისტიანული სამყარო შობას დაკეტილი ბაზრობებითა და ცარიელი ქუჩებით ხვდება; ქვეყნები ვაქცინის მოლოდინში არიან; ვაქცინაციის პროგრამას ერთ-ერთი პირველი, ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებს;
• ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის მიუხედავად, ოპოზიცია დაფინანსების მიღებაზე უარს არ ამბობს – თანხის მიღებას არ აპირებენ „გირჩი“ და პარტია „მოქალაქეები“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“ კი კვლავ ფიქრის რეჟიმში არიან; მმართველი გუნდი ოპონენტთა პოლიტიკურ ლოგიკას აკრიტიკებს; ექსპერტები დაფინანსების ალტერნატიულ მოდელებზე საუბრობენ და ამერიკულ და ევროპულ გამოცდილებაზე მიუთითებენ;
• საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული, 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, სიმღერით – „შენ არ ხარ მარტო“; კონკურსის ფინალი დისტანციურად გაიმართება, ხოლო საკონკურსო ნომერს ქვეყნები ვიდეო ჩანაწერით წარადგენენ; რიგით მე-18 საბავშვო ევროფესტივალს პოლონეთი მასპინძლობს; 2020 წელს კონკურსის სლოგანია „აამოძრავე მსოფლიო“