#მოამბე 21 საათზე, 27 მარტი, 2023 #LIVE

21:00, 27.03.2023
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლიანი შედეგები – 3 მილიონი მოქალაქე, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა და 7 მილიარდამდე ლარის დაფინანსება; გაზრდილი ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე და მნიშვნელოვნად შემცირებული გადახდები ჯიბიდან; სფეროს ექსპერტები პროგრამას უნიკალურს უწოდებენ და არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ
  • უნდობლობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს – კლინიკის მედპერსონალი საავადმყოფოსთან დაკავშირებულ გეგმას არ ეთანხმება და ჯანდაცვის სამინისტროსგან მეტ გარანტიებს ითხოვს
  • „ლელოს“ ლიდერის განცხადებას, რომ ვიღაცებს „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურთ, ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ – მამუკა ხაზარაძის ხმაურიანი განცხადება ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ და პოლიტიკური შეფასებები
  • ხალდეს აჯანყება ტელეეკრანზე გაცოცხლდება – მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღებები, პირველი არხის ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი ჯგუფი სვანეთში და თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული სოფლის ისტორია, რომელიც იდეის ავტორისთვის შთაგონების წყაროდ იქცა

მოამბე

მსგავსი