#მოამბე 21 საათზე, 27 მაისი, 2024 #LIVE

21:00, 27.05.2024
  • პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მმართველი გუნდი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს – ხმაურის ფონზე მიმდინარე განხილვა იურიდიულ კომიტეტში, „ქართული ოცნების“ მწვავე შეკითხვები პარლამენტში მომხსენებლის სტატუსით მყოფი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ოპოზიციის მხარდაჭერა გიორგი მსხილაძეს და კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი ვეტოს დაძლევა
  • სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პოლიტიკურ სტრატეგიას ასაჯაროებს და ოპოზიციას „ქართული ქარტიის“ ხელმოწერას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიცია პარლამენტში მხოლოდ ერთი წლით უნდა შევიდეს, ერთობამ პრეზიდენტის მიერ შერჩეული დროებითი მთავრობა უნდა დაამტკიცოს და ერთი წლის შემდგომ, რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩაატაროს – ორბელიანების სასახლესთან შეკრებილი ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტაშით შეეგება, მმართველი გუნდი კი პრეზიდენტის კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლაზე საუბრობს
  • ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის ავიაიერიში იძულებით გადაადგილებულ პალესტინელთა ბანაკზე და 45 დაღუპული – ისრაელი „ჰამასის“ ორი ლიდერის ლიკვიდაციაზე საუბრობს და მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალებას იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს უკავშირებს; პალესტინის „წითელი ჯვარი“ აცხადებს, რომ იერიშის სამიზნე თალ-ალ-სულთანში მდებარე გაეროს ბანაკი გახდა და რაფაჰზე თავდასხმას შემაძრწუნებელს უწოდებს; საერთაშორისო საზოგადოება სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას მოითხოვს
  • თბილისის ქალთა გუნდის მზადება საიუბილეო კონცერტისთვის და პირველი აუდიო ალბომის პრეზენტაციისთვის – მუსიკის სიყვარულით დაწყებული ისტორია, ათი წელი სცენაზე და ახალი რეპერტუარი საიუბილეო საღამოსთვის

მოამბე

მსგავსი