#მოამბე 21 საათზე, 27 მაისი, 2021 #LIVE
• პროტესტმა გუმათის დასახლებაში გადაინაცვლა – დემონსტრანტთა მოთხოვნები უცვლელია; აქციის მონაწილეები აღმართულ ჯებირებთან პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ; პირდაპირი ჩართვა ხეობიდან
• საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა – ლუგარის ლაბორატორიამ ინფიცირების ხუთი შემთხვევა დაადასტურა; ჯერ არ არსებობს საბოლოო დასკვნა, რამდენად ეფექტიანია ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ
• მსოფლიოს პოპულარული ბლოგერები საკუთარ გამომწერებს საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებს უზიარებენ – ბლოგერებისა და ინფლუენსერების ვოიაჟი ქვეყნის მასშტაბით და საქართველოს ტურისტული პოტენციალი სხვადასხვა პლატფორმაზე
• პარლამენტმა ამნისტიის სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო – „ქართული ოცნების“ წარმოდგენილ ვერსიას ოპოზიცია აპროტესტებს; პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებების განხილვა მწვავე კამათის ფონზე წარიმართა