#მოამბე 21 საათზე, 27 ივნისი, 2022 #LIVE
• საქართველოს ევროინტეგრაციის ევროპული და ქართული რეცეპტი – ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნას მმართველი გუნდი ევროპაში დაბრუნების იდეის სააკაშვილის დაბრუნების იდეით ჩანაცვლებად აფასებს
• არახამიას მორიგი ბრალდება საქართველოს და ხელისუფლების პასუხი – ოპოზიციის ნაწილი მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებს არ ენდობა, „ქართული ოცნება“ კი არახამიას და მის მოკავშირეთა გრძელვადიან პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობს
• უამინდობა საქართველოში და სტიქიის შედეგები – ადიდებული მდინარეები, წყალდიდობა, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და გაწმენდითი სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით
• ევროპული ტურნედან დაბრუნებული „სუხიშვილები“ ფილარმონიის სცენაზე ორ კონცერტს გამართავს – ქართული ნაციონალური ბალეტი მაყურებლის წინაშე სრული შემადგენლობით და საუკეთესო ნომრებით წარდგება