#მოამბე 21 საათზე, 27 ივლისი, 2022 #LIVE

21:00, 27.07.2022

• ბიძინა ივანიშვილი დუმილს არღვევს – პოლიტიკიდან წასული მმართველი პარტიის დამფუძნებელი ღია წერილში 21 მარტს კელი დეგნანთან შეხვედრას ადასტურებს, საქართველოს ომში ჩათრევის განვლილ საფრთხეზე მიანიშნებს და პოლიტიკურ ელიტას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილებისკენ მოუწოდებს; მთავარი გზავნილები და შეფასებები

• ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში გამართულ სამუშაო ჯგუფის სხდომას კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა და ალტერნატიული ჯგუფის სხდომა გამართა – უკიდურესი პოლარიზაცია, ევრორეკომენდაცია და პოლიტიკური სპექტრის განსხვავებული დღის წესრიგი

• კრიტიკულად დაძაბული ურთიერთობა აშშ-ჩინეთს შორის და საომარი რიტორიკა – პეკინი ტაივანის მიმართ ვაშინგტონის სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას აპროტესტებს და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კუნძულზე ვიზიტის შემთხვევაში ძალისმიერი ზომების მიღებით იმუქრება

• დმანისის თეატრის ახალი სპექტაკლი „ხალდე“ – პატარა სოფლის აჯანყება რუსეთის უზარმაზარი არმიის წინააღმდეგ, სვანთა ერთობა და თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისთვის

მსგავსი