#მოამბე 21 საათზე, 27 ივლისი, 2020 #LIVE
• სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს ერთი ბრალდებული, უმრავლესობა ბრალს უარყოფს, დანარჩენები კი დუმილის უფლებას იყენებენ – ხმაურიანი სასამართლო, პროკურატურის არგუმენტები და გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის პოზიცია
• ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებული ლევან ქარდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, კუდ-ის ორ ყოფილ მაღალჩინოსანთან კი აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა – ბიზნესმენის სახლზე თავდასხმის გეგმა, ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენება და მხარეთა პოზიციები
• ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა ინფიცირების წყარო ცნობილია, მომატებული რისკის ზონებში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს, ინტენსიურად მოწმდება დედაქალაქსა და რეგიონებში არსებული ბაზრები, დარღვევების გამო რამდენიმე ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა – ქვეყნის ეპიდ-ვითარება და სპეციალისტთა შეფასებები
• ახალი პოლიტიკური ტანდემი ოპოზიციაში ; კოალიცია „ძალა ერთობაშია“ ორმა პარტიამ დატოვა. გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობა“ მის განსხვავებულ ინტერესებს უკავშირებს – ითხოვდა თუ არა „ახალი საქართველოს“ ლიდერი საერთო კოალიციურ სიაში 10 ადგილს საკუთარი პარტიისთვის და მიმდინარეობს თუ არა ოპოზიციური ერთობის რღვევა