#მოამბე 21 საათზე, 27 დეკემბერი, 2023 #LIVE
• მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან თანამშრომლობაზე საუბარს იწყებს და ახალი ალიანსის ფორმირებისთვის ემზადება – ოპოზიცია კოალიციის შექმნას მიესალმება, მმართველი გუნდი კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ლელოს“ მანკიერ ალიანსზე მიუთითებს და პარტიის ლიდერის აღიარებაზე საუბრობს
• ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფო დამატებით, 21 დასახელების ინოვაციურ, ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს – მიმდინარე რეფორმა მოქალაქეების ჯიბიდან გადახდის წილის შესამცირებლად, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია და შედეგები
• ავიაიერიშები ღაზას სექტორში, მსხვერპლი, ნგრევა, ასობით გარდაცვლილი და დაშავებული – ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე, ომის დასრულების ბუნდოვანი პერსპექტივა და აღმოსავლეთის ლიდერთა მკაცრი ურთიერთშეფასებები
• მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა პირველ არხზე და ტელევიზიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების თამაში ნონა გაფრინდაშვილთან – შეხვედრა პირველ ქალ საერთაშორისო დიდოსტატთან და ისტორიული დღე პირველი არხისთვის