#მოამბე 21 საათზე, 27 აპრილი, 2023 #LIVE
- თბილისში ვიზიტად მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წევრობა ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესშიც არის, ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე – ქვეყნის უმაღლეს პირებთან შეხვედრებზე განხილული საკითხები და პოლონეთის მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს
- კობა ნაყოფია დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და ეს რიგგარეშე არჩევნების მიზეზი გახდება – ოპოზიციის ნაწილი კოლეგას კონსტიტუციას შეახსენებს, მმართველი გუნდი კი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პოლიტიკური მოკავშირეების ლუსტრაციაზე საუბრობს
- წინასაარჩევნო მარათონში თურქეთის პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სატელევიზიო ეთერში გამოსვლა დროებით შეწყვიტა – ქვეყნის ჯანდაცვის უწყება რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეალურ დიაგნოზზე საუბრობს, მმართველი პარტია კი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ყალბ ცნობებს ამორალურს უწოდებს
- 100 წელი „დაისის“ პირველი პრემიერიდან – ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა, საიუბილეო წელს განახლებული სპექტაკლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და შემოქმედებითი გუნდის მოლოდინი