#მოამბე 21 საათზე, 26 თებერვალი, 2021 #LIVE

• პროკურატურის შეთავაზება ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის უარი საგამოძიებო უწყებას და დიალოგის რესურსი ქართულ პოლიტიკაში – მელია გირაოს გადახდას არ აპირებს; ოპოზიციური ერთობა პროკურატურის შეთავაზებას სამართლებრივ ნონსენსს და უკან დახევას უწოდებს და მელიას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს; საპროტესტო აქციებისა და ულტიმატუმების ფონზე დიალოგის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება;

• მსოფლიო გამოწვევები საგანგებო სამიტზე, კოვიდ-სერტიფიცირების სისტემა და გადაადგილების ახალი მოდელი ევროკავშირის მასშტაბით – კოვიდ-პასპორტის გაცემის მექანიზმი სამ თვეში ამოქმედდება; ევროკომისიის პრეზიდენტი ვაქცინის მწარმოებელთა მხრიდან ვადების დარღვევის შემთხვევაში ვაქცინების ევროკავშირიდან გატანის შეზღუდვით იმუქრება; იენს სტოლტენბერგი მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევად ჯანმრთელობის კრიზისს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმს, კიბერშეტევებს, ჩინეთის აღზევებასა და კლიმატის ცვლილებებს ასახელებს;

• ერთი წელი კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან, პანდემიის შედეგები და ქვეყნის ეპიდ-ვითარება ერთი წლის შემდეგ – 270 137 ინფიცირებული და გარდაცვალების 3 485 ფაქტი, ეპიდ-აფეთქების კერები, პიკური პერიოდი, პაციენტებით გადავსებული კლინიკები, საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით და გავრცელების სტაბილური მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში; ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი პანდემიის მართვის მთავარ ხარვეზად ზაფხულში მოხსნილ შეზღუდვებს ასახელებს და აცხადებს, რომ მძიმე შედეგების მიუხედავად ქვეყანამ გამოწვევებს გაუძლო;

• დავით გუჯაბიძის დოკუმენტური ფილმი „დაუმთავრებელი სპექტაკლის ქრონიკა“, რომელიც ლილი იოსელიანის დაუმთავრებელი სპექტაკლის სარეპეტიციო პროცესს აღწერს; ხელოვანის გზა პირველი ნაბიჯიდან დიდ აღიარებამდე და იუნ გაბრიელ ბორკმანის სარეპეტიციო პროცესი, რომელშიც 90 წლის შეუპოვარი ქალი მრავალ წინააღმდეგობას სძლევს; ფილმის ჩვენება ონლაინ კინოკლუბში 27 თებერვალს გაიმართება.