#მოამბე 21 საათზე, 26 ოქტომბერი, 2023 #LIVE

21:00, 26.10.2023
  • ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა ქვეყნების ლიდერთა გზავნილები აბრეშუმის გზის ფორუმზე- საქართველო, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე; „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მთავარი აქტორი ქვეყნის პოტენციალი და ეკონომიკურ-პოლიტიკური სარგებელი
  • მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება თანდათანობით მწიფდება – ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, პოლიტიკური პარტიები კი ერთმანეთს პროცესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ
  • ომი ახლო აღმოსავლეთში – ისრაელის ხელისუფლება ღაზაზე საჰაერო დარტყმებს განაგრძობს და სახმელეთო ოპერაციის გეგმაზე უარის თქმას არ აპირებს; ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები დასავლეთის დღის წესრიგში და მსოფლიო ლიდერთა განცხადებები
  • საქართველო 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღეს აღნიშნავს – ახალი კონკურსი, რომელსაც განათლების სამინისტრო პირველად ატარებს, შეფასების კრიტერიუმები და ეროვნული პრემია განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

მოამბე

მსგავსი