#მოამბე 21 საათზე, 26 ოქტომბერი, 2021 #LIVE
- საქართველოში ჯერჯერობით, არ გამოვლენილა AY 4.2 შტამით ინფიცირების შემთხვევა, რომელიც „დელტა“ შტამთან შედარებით 15 %-ით უფრო გადამდებია, თუმცა საფრთხეები არსებობს – სპეციალისტები აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ
- საქართველოში ბენზინის გაძვირებას ნავთობიმპორტიორები საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენციებით ხსნიან – სპეციალისტები გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე საწვავის უფრო მეტად გაძვირებას ელოდებიან; აფბა გამოსავალს აქციზის გადასახადის განახევრებაში ხედავს
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მისი გარემოცვა პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მაინც მოითხოვს – აჟიოტაჟი მოშიმშილე პატიმრის ირგვლივ და პოლიტიკური შეფასებები
- თურქეთის პრეზიდენტის გზავნილი და ქვეყანაში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსის პასუხი – ათი დასავლური ქვეყნის საელჩოს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ გეგმავენ; რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დასავლელი ელჩები, რომლებმაც ნაბიჯი უკან გადადგეს, განცხადებებში უფრო ფრთხილები იქნებიან