#მოამბე 21 საათზე, 26 ოქტომბერი, 2020 #LIVE
• იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა; ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა; ზუგდიდის საქმის მთავარი ფიგურანტის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები გრძელდება; საქმის დეტალები ზუგდიდიდან
• 1872 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 14 ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – უცნობია, რა გახდა 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, რომელმაც საკარანტინო სივრცე გუშინ გამოჯანმრთელებულის სტატუსით დატოვა; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ყოველდღიური შემთხვევების მატებას პროგნოზირებს და მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს;
• საქართველო პანდემიის მართვის სტრატეგიას ცვლის – ჯანდაცვის სისტემა რეზერვების მობილიზებას იწყებს; ბინაზე მყოფი პაციენტების მართვაში დღეიდან კერძო სადაზღვევო სექტორიც ერთვება, იცვლება მართვის პროტოკოლი; სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელთა სახით იქმნება რეზერვი, რომელიც ექიმებს „კოვიდ-19“-ის მართვაში დაეხმარება;
• კორონავირუსით ინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ცესკო-მ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე საათით გაახანგრძლივა; „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 45-ე დადგენილების არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს; ცესკო ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს;
• სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზავი ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ დაირღვა – ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში ცეცხლი არ წყდება; გრძელდება საომარი რიტორიკა და ურთიერთბრალდებები