#მოამბე 21 საათზე, 26 ნოემბერი, 2024 #LIVE

21:00, 26.11.2024
  • განახლებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტისგან ნდობის გამოცხადების მოლოდინში – მინისტრობის კანდიდატთა ხედვები და 4-წლიანი სამთავრობო პროგრამის განხილვა საკომიტეტო ფორმატში; წარმოდგენილი გეგმები, პრიორიტეტები და კანონმდებელთა შეკითხვები
  • ოპოზიცია პოლიტიკურ ფანდს მიმართავს და საპარლამენტო სიების იმ ნაწილის გაუქმებას იწყებს, რომელიც პარლამენტში ისედაც ვერ მოხვდა – „ქართული ოცნება“ ოპონენტთა ნაბიჯს შიდა განხეთქილებით ხსნის და 2020 წლის სცენარის განმეორებას ელოდება; გახარია მანდატებთან დაკავშირებით კვლავ ბუნდოვნად საუბრობს; ხაზარაძის გუნდი ალეტრანტიული პარლამენტის შექმნას აანონსებს
  • ოპოზიციის და პრეზიდენტის ჩაშლილი გეგმა – ელექტორალური კრახი ქუჩაში, გაფლანგული პოლიტიკური დივიდენდები და გარე აქტორთა მხარდაჭერის მოლოდინი; ერთი თვე არჩევნებიდან, პოლიტიკური გეგმების ანატომია და შეფასებები
  • სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევაზე აღძრული საქმე დახურა – მოსამართლე ბრალდებების მოხსნის შესახებ მოთხოვნას იმ პირობით დაეთანხმა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ მათი ხელახლა წარდგენა შესაძლებელი იყოს; უპრეცედენტო საქმეები აშშ-ის ისტორიაში, თეთრ სახლში დაბრუნებული პრეზიდენტის განცხადება და დეტალები

მოამბე

მსგავსი