#მოამბე 21 საათზე, 26 მაისი, 2021 #LIVE

21:00, 26.05.2021
  • 103 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან – ქვეყანა უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს; ცერემონია დედაქალაქის მთავარ მოედანზე, საერთაშორისო საზოგადოების მილოცვა საქართველოს და სიმბოლური ღონისძიებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
  • საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის, გიორგი კვინიტაძის ნეშტი ნახევარი საუკუნის შემდეგ მშობლიურ მიწას მიაბარეს – დაუმარცხებელი გენერლის განვლილი გზა და ეროვნული გმირის ნეშტის სამშობლოში დაბრუნება
  • მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი ხმაურის ფონზე აირჩია – ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. პროტესტი გადაწყვეტილების მიმართ და იუსტიციის საბჭოს არგუმენტები
  • თვითმფრინავის ბორტზე დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტი კვლავ პატიმრობაში რჩება – რომან პროტასევიჩის დედა დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს; დასავლეთის მწვავე განცხადებები და პრეზიდენტ ლუკაშენკოს პასუხი ოვალური დარბაზიდან

მსგავსი