#მოამბე 21 საათზე, 26 ივლისი, 2021 #LIVE
• საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე და ემოციური კადრები ტოკიოს „ბუდოკანის“ დარბაზიდან – 35 სპორტსმენი 11 სახეობაში და ქართველ ძიუდოისტთა მორიგი გამარჯვება
• უკიდურესად გართულებული ეპიდ-ვითარების ფონზე, როდესაც ქვეყანა ყოველდღიურად ოცდაათამდე ადამიანს კარგავს, სოციალურ ქსელებში „ანტივაქსერები“ გააქტიურდნენ – სპეციალისტთა პროგნოზით ეპიდემიის ახალი ტალღის პიკი შესაძლოა გაცილებით რთული აღმოჩნდეს; ჯანდაცვის სამინისტრო სისტემის მობილიზებას განაგრძობს
• დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა – 100-გვერდიანი დოკუმენტი, კომისიის რეკომენდაციები და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
• წყალდიდობა, მეწყრული პროცესები, ძლიერი ქარი, შტორმი და ხანძარი – ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა სტიქიას ებრძვის, რომელმაც ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა