#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2024 #LIVE
- სომხეთის პრემიერის ვიზიტი თბილისში და საქართველო-სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი – ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან, აუდიენციაზე განხილული საკითხები, ერთობლივი განცხადებები და მნიშვნელოვანი გზავნილები
- ხელისუფლება ახალი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას იწყებს და მხარეებს სამუშაო შეხვედრაზე ეპატიჟება – ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობას გეგმავს და კოლეგებს პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, თუმცა ხელისუფლების მსგავსად ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას პოლიტიკური შოუს მოსაწყობად გამოიყენებს
- დასავლეთი რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს – სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობების სტატისტიკა და ევროკავშირის ელჩისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასებები
- თენგიზ აბულაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ რეტროსპექტივას„ყელსაბამი ჩემი სატრფოსთვის“გახსნის – გენიალური ქართველი რეჟისორის ფილმები ციფრულ მატარებლებზე, აღდგენილი შედევრები და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმები რეტროსპექტივის პროგრამაში