#მოამბე 21 საათზე, 26 აპრილი, 2024 #LIVE

21:00, 26.04.2024
  • ევროპარლამენტის მორიგი მწვავე რეზოლუციის მთავარი გზავნილები – სააკაშვილის გათავისუფლების, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებების, გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნა და ვიზალიბერალიზაციაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოწოდება ევროკომისიას; ოპოზიციას სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის მიმართ მაღალი მოლოდინი აქვს, „ქართული ოცნება“ კი ევროდეპუტატთა მხრიდან შანტაჟის ენაზე საუბრობს და მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს
  • ზესტაფონის შემოვლითი, ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზის გახსნა – ახალი მარშრუტი და მგზავრობის მკვეთრად შემცირებული დრო; 2,6 მილიარდი ლარი რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობისთვის და პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება
  • ახალი ფიგურანტი შავაძის საქმეში – აჭარის კუდ-ის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსისთვის წარდგენილი ბრალი და რიგით მეცამეტე ბრალდებული რეზონანსულ საქმეში; პროკურატურა მალხაზ აბულაძეს თავდაცვის სამინისტროს სერჟანტზე თავდასხმის და უკანონო დაკავების ხელშეწყობაში ედავება; საქმის დეტალები და მხარეთა პოზიციები
  • აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები მსოფლიო ყურადღების ცენტრში – ენტონი ბლინკენის შეხვედრები ჩინეთში და სამდღიანი ვიზიტის შედეგები; მხარეთა გზავნილები, მითითებები და ურთიერთობათა ნორმალიზების პერსპექტივა

მოამბე

მსგავსი