#მოამბე 21 საათზე, 26 აპრილი, 2021 #LIVE
- სპეციალური ზომები აღდგომის დღესასწაულზე – 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება, აღდგომის კვირეულში მთელი ქვეყნის მასშტაბით იკეტება სასაფლაოები, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა
- მსოფლიოში ყოველდღიურად 800 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება – ეპიდემიის შტორმი ინდოეთში, ახალი შემთხვევების მასშტაბური ზრდა ბრაზილიაში და საგანგებო მდგომარეობა იაპონიის ოთხ პრეფექტურაში
- სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ და 500 მილიონი ლარი რეგიონების განვითარებისთვის – პროგრამა ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ოთხი წლის განმავლობაში 15 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს
- მელიას შეცვლილი პოზიცია ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირებამდე ერთი დღით ადრე – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპატიმროს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდით დატოვებს. ოპოზიციას შესაძლოა, ამნისტიის პროექტის საკუთარი ვერსიების გადაწერა მოუხდეს