#მოამბე 21 საათზე, 25 თებერვალი, 2021 #LIVE
- 100 წელი რუსული ოკუპაციიდან – ზუსტად საუკუნის წინ საქართველოს დემოკრატიულმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა; გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის მისადგომებთან, რუსეთის მიერ დარღვეული სამშვიდობო შეთანხმება და ოკუპაცია, რასაც 70-წლიანი რეჟიმი მოჰყვა; შიო მღვიმის მონასტრის მსახურის მიერ ხელნაწერებით მოთხრობილი გასაბჭოების ისტორია – დამოუკიდებლობის დაკარგვა, ჩაგვრა და რეპრესიები;
- დაპირისპირება სომხეთის პრემიერსა და შეიარაღებული ძალების გენშტაბს შორის – გენშტაბი პრემიერისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვს, ფაშინიანი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს; პრემიერსა და სამხედროებს შორის ურთიერთობის გამწვავება გენშტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლებას მოჰყვა; სომხეთის დედაქალაქი პრემიერის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებმა მოიცვა; ფაშინიანი გადადგომას არ გეგმავს და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს;
- პროკურატურა ნიკა მელიას მიმართავს – უწყებააცხადებს, რომ მელიას დაპატიმრება ბრალდების მხარის თვითმიზანი არასდროს ყოფილა და თუ ბრალდებული ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო გაზრდილ გირაოს გადაიხდის, პროკურატურა მზადაა, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს; მანამდე, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი, სადაც ადვოკატები მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდნენ; პროკურატურის შეთავაზება, დაცვის მხარის პოზიცია და შეფასებები;
- მოწოდებები საერთაშორისო ტრიბუნიდან, დასავლეთის გზავნილები და პოლიტიკური კომპრომისის რესურსი – გერმანიის ელჩი შექმნილ ვითარებას გემზე ბრძოლას ადარებს, რომელიც იძირება; ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში უნდა განაგრძოს; საერთაშორისო გზავნილები და ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები.