#მოამბე 21 საათზე, 25 სექტემბერი, 2020 #LIVE
- საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – გენერალურმა დირექტორმა ბორდს პროექტები „დაინახე მეტის“ სახელწოდებით წარუდგინა; თინათინ ბერძენიშვილის ხედვა, გეგმები და პრიორიტეტები, რითაც ის არხს მომავალი ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს
- ვირუსის გავრცელების სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულზეა – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 265 შემთხვევა და გარდაცვალების ერთი ფაქტი დაფიქსირდა; ქვეყანამ შესაძლოა, მწვანე ზონის სტატუსი დაკარგოს
- კიბერუსაფრთხოება, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, დღეს საგანგებო ფორუმის თემა გახდა; კიბერსივრცესთან დაკავშირებული რისკები, საფრთხეები და მათი პრევენციის გზები, რასაც ქვეყანა კიბერდანაშაულის თავიდან ასაცილებლად მიმართავს
- დავით ფურცხვანიძეს ბრალს ხვალ ოფიციალურად წარუდგენენ – Sputnik TV-ს დამფუძნებელს გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ედავება; ფოტოების ფალსიფიკაციის მოტივად ფურცხვანიძის პირადი ინტერესი სახელდება, რასაც გამოძიება ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს