#მოამბე 21 საათზე, 25 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- ისტორიული არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და სრულად პროპორციული სისტემით, რომელსაც 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 25 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება და 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს – ხმის მიცემის პროცედურა და ცესკო-ს გზავნილები
- წინასაარჩევნო გარემო და ურთიერთბრალდებები – მმართველი გუნდი დარღვევების უკან მდგომ აქტორებზე მიუთითებს და გარე ჩარევებზე საუბრობს, რომელიც რეზოლუციებში, ასეულობით საჯარო განცხადებასა და აქტორებისთვის მიწოდებულ ფინანსებში გამოიხატა; ოპონენტთა დარღვევებზე საუბარს ოპოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ „ქართული ოცნების“ შიშს უკავშირებს
- შეხვედრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან – ინდივიდუალურ რეჟიმში გამართული დისკუსიები, პოლიტიკური შეფასებები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები, რომელსაც მმართველი პარტია უნდობლობას უცხადებს
- ჩრდილოკორეელი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის საფრთხე – კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია, მხარეთა განცხადებები და პროცესში ჩართული აქტორების პოზიცია