#მოამბე 21 საათზე, 25 ოქტომბერი, 2023 #LIVE
- ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევით მყოფი საქართველოს პრემიერი „გლობალური კარიბჭის ფორუმის“ გახსნას დაესწრო – ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკომისარ ვარჰეისთან, პრემიერი მთავარ მომხსენებლად ფორუმის სამუშაო პანელზე და საქართველოს პერსპექტივა; „მოამბე“ ბრიუსელიდან
- მმართველი გუნდის შემდეგ ახლა უკვე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან – ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში და ბრალდებები ქვეყნის საზიანო განცხადებების შესახებ
- საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება – რამდენიმე საათი „აბრეშუმი გზის ფორუმის“ გახსნამდე, 60-მდე ქვეყნის 2000 დელეგატი საქართველოში და ფორუმის დღის წესრიგი
- ომი ისრაელში და კონფლიქტის გავრცელების საფრთხე ახლო აღმოსავლეთში – რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასს“ „განმათავისუფლებელ ჯგუფს“ უწოდებს, რასაც თელ-ავივი ემიჯნება, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები კი ალიანსის გაძლიერებაზე მსჯელობენ