#მოამბე 21 საათზე, 25 ოქტომბერი, 2021 #LIVE
- ბულინგი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო და გამოძიება მუქარის მუხლით – საქმის დეტალები, ფსიქოლოგის შეფასებები და ონლაინ-დახმარება მოზარდებს
- მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს – ომბუდსმენი სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებას იწუნებს, რაშიც მმართველი გუნდი პოლიტიკურ ინტერესს ხედავს; სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეფასებები
- ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მარათონის ფონზე ვაქცინაციის ტემპი კვლავ საგანგაშოდ დაბალია – სპეციალისტები სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროებაზე საუბრობენ, მთავრობა კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
- ფრიდონ სულაბერიძე 80 წლისაა – ანსამბლ „რუსთავის“ სიურპრიზი მთავარ ქორეოგრაფს, ქართველი ხელოვანის მდიდარი მემკვიდრეობა და მაყურებლის მიერ ქართული ცეკვის რაინდად წოდებული შემოქმედის ბიოგრაფია