#მოამბე 21 საათზე, 25 ნოემბერი, 2024 #LIVE
- მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა – მმართველი გუნდი დარბაზში, ოპოზიცია ქუჩაში და პრეზიდენტის უარი; საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობა, საპარლამენტო თანამდებობებზე არჩეული დეპუტატები და სხდომის დეტალები
- 100 000 მომხრეს მობილიზაციის შესახებ ოპოზიციის დაანონსებული გეგმა, რომლის მიხედვითაც დემონსტრანტებს პარლამენტის შეკრება არ უნდა დაეშვათ, ჩავარდა – ოპოზიცია მანდატების დათმობის გეგმაზე ვერ თანხმდება; ლიდერებისა და მხარდამჭერთა გარეშე დარჩენილი აქცია, ოპოზიცია კონკრეტული გეგმის გარეშე და საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენები
- სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე – შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში დაგეგმილი დარბევა, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ჩვენება და წერილობითი მტკიცებულება; მხარეთა პოზიციები და საქმის დეტალები
- რუსეთის არმიის სწრაფი გადაადგილება უკრაინის სიღრმეში და პარალელურად მიმდინარე ავიაიერიშები – ვლადიმერ ზელენსკი მოკავშირეებს დახმარებას სთხოვს; ჯოზეფ ბორელი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ კრიზისს უწოდებს, ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი კი პროცესს აშშ-ჩინეთს შორის ძალაუფლების დაბალანსებას უკავშირებს