#მოამბე 21 საათზე, 25 ნოემბერი, 2020 #LIVE

21:00, 25.11.2020

• ქვეყანა ახალი შეზღუდვების ამოქმედების მოლოდინშია – გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება; ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის ტალღის შეკავებას ცდილობს; მთავრობა ბიზნესთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციებს მართავს; ეპიდემიოლოგთა პროგნოზით, კრიტიკულად მძიმე ვითარებაში ზომების გამკაცრება ვირუსის გავრცელების ტემპს შეამცირებს; შეხვედრის დეტალები და მხარეთა განცხადებები;
• აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები მედიაციას განაგრძობენ – საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობს; ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური კონსულტაციების მეორე რაუნდი და პოლიტიკური შეფასებები;
• რუსეთ-თურქეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის გახსნაზე შეთანხმდა – პროცესში თურქი სამხედრო დამკვირვებლები ერთვებიან; თურქეთის პრეზიდენტი რეგიონის სხვა ქვეყნების მონაწილეობასაც არ გამორიცხავს; ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკური შეთანხმების შედეგად სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას მიესალმება და რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ამან შესაძლოა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ლოგიკა სრულად შეცვალოს;
• ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში, 16-დღიანი კამპანია მსოფლიო მასშტაბით და წითელ ფერებში განათებული პირველი არხის შენობა – საქართველო ამ დღეს არასახარბიელო შედეგებით ხვდება, თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, პროგნოზები დამაიმედებელია; გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართავს

მსგავსი