#მოამბე 21 საათზე, 25 მარტი, 2024 #LIVE
- „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რასაც მმართველი გუნდი საზოგადოების ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით ხსნის – ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი საკითხის ირგვლივ მკაფიო პოზიციას ამ დრომდე არ აფიქსირებს; რეზონანსული საკონსტიტუციო პროექტი, კონკრეტული ნორმები და შეფასებები
- ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში – შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პირველ პირებთან, ერთობლივი ბრიფინგი ნიკოლ ფაშინიანთან და მთავარი გზავნილები სომხეთის დედაქალაქიდან
- საფრანგეთში გამოცხადებული ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და სამხედროების გაძლიერებული პატრულირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – პრეზიდენტი მაკრონი მოსკოვში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს და რუსეთს სადაზვერვო სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას სთავაზობს
- „ტერცო მონდოს“ საპრემიერო ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ – მერაბ კოკოჩაშვილის ახალი ფილმი აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე, ქართველი რეჟისორის უახლესი ნამუშევარი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ცხოვრება, რომელსაც სხვადასხვა თაობის მსახიობთა გუნდი წარმოადგენს