#მოამბე 21 საათზე, 25 მაისი, 2023 #LIVE

21:00, 25.05.2023
  • ოპოზიცია 26 მაისთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ქუჩების გაფორმებას იწუნებს – მმართველი გუნდი ოპონენტების მორიგ ანტისახელმწიფოებრივ სპეკულაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშაც არის აღმართული, ხოლო ოპოზიციას საკუთარი დროშის დანახვა არ სიამოვნებს
  • ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოსგან საერთაშორისო სანქციების დაცვის მოლოდინი აქვს, რასაც ოპოზიცია ხელისუფლების გაფრთხილებად აფასებს – „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოსგან ორმხრივი სანქციების დაწესებას არავინ ითხოვს
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკების ევროპაში გადაზიდვას ფოთის პორტის გავლით ცდილობდა – კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების დეტალები
  • სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტს ტოვებენ და პოზიციებს რუსულ არმიას აბარებენ – უკრაინული მხარე ქალაქზე კონტროლის სრულად დაკარგვას უარყოფს; ბელგოროდზე თავდასხმის უკან მდგომი მოხალისეთა ჯგუფები რუსეთის ახალ ტერიტორიებზე შესვლას აანონსებენ

მოამბე

მსგავსი