#მოამბე 21 საათზე, 25 მაისი, 2021 #LIVE
• „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტი დედაქალაქიდან კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს – აქციის მესამე დღე თბილისის ქუჩებში, ორგანიზატორთა შეცვლილი სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა; ლევან ვასაძე აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს და ჰესის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმს ითხოვს – ახალდაფუძნებული მოძრაობის ლიდერი „თავისუფალ ხედვაში“
• პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს და სამასპინძლო ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის – საზღვრის გადმოლახვის წესები და ტურიზმის პერსპექტივა
• ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო; მმართველი გუნდი ოპოზიციას კანონპროექტის ჩავარდნის მცდელობაში ადანაშაულებს
• საერთაშორისო საზოგადოება ბელარუსის წინააღმდეგ და მკაცრი გზავნილები დასავლეთიდან – მინსკის წინააღმდეგ სანქციები ფართოვდება; დაკავებული ჟურნალისტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი წამების მსხვერპლია და მას ჩვენება იძულებით მიაცემინეს