#მოამბე 21 საათზე, 25 ივნისი, 2021 #LIVE
• პრემიერის მიერ წარმოდგენილი წლიური ანგარიში და კანონმდებელთა მწვავე შეკითხვები – მთავრობის მეთაური მთავარ პრიორიტეტად პანდემიით გაუარესებული ეკონომიკის აღორძინებას ასახელებს
• აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთთან სამიტის გამართვის წინაპირობად კრემლის აგრესიული პოლიტიკის შეცვლას ასახელებენ – ევროკავშირი მოსკოვიდან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ელის
• ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემზარავი ისტორია სამეგრელოში – რვა წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება; სოფლის მოსახლეობა ბრალდებულთა უმკაცრეს დასჯას ითხოვს
• ეპიდემიოლოგები საქართველოში ინდური შტამის აქტიურ გავრცელებას პროგნოზირებენ – ქვეყანა ივლისის პირველი კვირიდან მარაგებს შეივსებს, წლის ბოლოსთვის კი ოთხი მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა ანონსდება; სწრაფად გავრცელებად შტამს მსოფლიო ვაქცინაციითა და რეგულაციების შემოღებით ებრძვის